როგორ შევურჩიოთ საკვები შინაურ ცხოველებს?

შინაური ცხოველების კვების შერჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორი მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ასაკი, წონა, ფიზიკური მონაცემები და ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვების რაციონის შერჩევისას.

ცხოვრების განმავლობაში, შესაძლებელია ხშირად მოგვიწიოს შინაური ცხოველისთვის საკვების შეცვლა, რადგან მეძუძურობის, ლეკვობის, ზრდასრულობის ეტაპზე მათ სხვადასხვა ნუტრიენტები ესაჭიროებათ.  

იმისათვის, რომ ცხოველი ნორმალურად გაიზარდოს და განვითარდეს, კვება უნდა შეიცავდეს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც აუცილებელია მისი მეტაბოლური პროცესებისთვის. (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალები, ვიტამინები და წყალი).

შინაური ცხოველებისთვის კვების შერჩევის ძირიტადი პრინციპებია:

  • ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აქტივობის გათვალისწინებით უნდა შევურჩიოთ სწორი დღის რაციონი. საკვები უნდა იყოს უსაფრთხო და ანიჭებდეთ სიამოვნებას.
  • ლეკვების და კნუტების კვება უნდა იყოს გაჯერებული შედარებით მაღალ კალორიული შემცველობით, ცილების და ცხიმების რაოდენობა პროცენტულად უნდა იყოს მეტი ვიდე სხვა დანამატები.
  • სტერილიზაცია/კასტრაციის შემდეგ ცხოველის ფიზიკური მეტაბოლიზმი იცვლება. ამ შემთხვევაშიც გვიწევს კვების ცვლილება, რადგან ზემოაღნიშნული პროცედურის შემდეგ ცხოველები წონის მატებისკენ ხდებიან მიდრეკილნი. სპეციალურად შემუშავებული საკვები სტერილიზებული/კასტრირებული ცხოველებისათვის, იდეალურად მოერგება მათ რაციონს.
  • ასევე გასათვალისწინებელია კვებითი ალერგიები. შესაძლოა ცხოველმა გამოავლინოს არატოლერანტულობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ეს შეიძლება იყოს ცხოველური წარმოშობის ცილა, მარცვლეული ან სხვა.
  • კონკრეტულ ჯიშებში საყურადღებაოა, გენეტიკური მიდრეკილებები სხვადასხვა დაავადებების მიმართ, რა დროსაც აუცილებელია სპეციალისტის აზრის გათვალისწინება. დაავადების შემთხვევაში კი სასურველია სამკურნალო დიეტის მკაცრად დაცვა.

სასურველია კვება შეირჩეს სპეციალისტის დახმარებით, ამისათვის ფეთვერსი გთავაზობს პროფესიონალ ნუტრიციოლოგთა უფასო კონსულტაციას.

პოპულარული

სრულად

გამოიწერეთ გვერდი და გაიგეთ სიახლეები პირველმა

Shopping cart
Sign in

No account yet?