ალერგიები შინაურ ცხოველებში

ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია ,რადგან ძალიან ხშირად ვაწყდებით კანისა და ყურის ინფექციებს, ამიტომ მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი.

კატებში და ძაღლებში ალერგია გვხვდება სხვადახსვა მიზეზით, ესენია :

  • ალერგიული რეაცქცია ტკიბებზე და რწყილებზე,
  • კვებითი ალერგია (პროტეინზე, ნახშირწყლებზე, ნებისმიერი სხვადასხვა ტიპის ცილაზე),
  • გარემო პირობებით გამოწვეული ალერგია(მაგ: მტვერი, დაბინძურებული გარემო,სხვადასხვა ქიმიური საშუალებები და ა.შ)

ალერგია ცხოველებში შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით, ასე რომ თუ რომელიმე ფაქქტორი მათთვის სრულიად უწყინარი იყო, შესაძლებელია დროთა განმავლობაში სწორე ამ ფაქტორმა გამოიწვიოს ალერგიული სიმპტომები.

ალერგიები იწვევს ანთებით პროცესებს, რომელიც გამოიხატება ქავილით და მეორადი ბაქტერიული ინფექციებით, ამიტომ პირველადი სიმპტომების დროულად აღმოფხვრა თავიდან აგვაცილებს სერიოზულ გართულებებს.

რაც შეეხება კვებით ალერგიებს, სამწუხაროდ არ არსებობს ლაბორატორიული კვლევები მათ დასადგენად, თუმცა შეგვიძლია მივმართოთ ელიმინაციურ დიეტას, რაც გულისხმობს საკვები რაციონიდან ყველა იმ პროდუქტის გამორიცხვას, რომელზეც გვაქვს ეჭვი რომ არის ალერგიული სიმპტომის გამომწვევი.

როგორც აღვნიშნეთ, ალერგიის გამომწვევი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ტიპის პროტეინი და ნახშირჭყალი მაგ: საქ ხორცი, სოიო, ხორბალი ,გლუტენი (წებოვანა) რომელიმე სახეობის თევზი და ლაქტოზის შემცველი პროდუქტი.

სასურველია კვება შეირჩეს სპეციალისტის დახმარებით, ამისათვის ფეთვერსი გთავაზობთ პროფესიონალ ნუტრიციოლოგთა უფასო კონსულტაციას.

ალერგიეები კატებსა და ძაღლებში  გამოიხატება სხვადასხვა ფორმით :

  • ქავილი
  • ჭინჭრის ციება
  • სახის ,ტუჩების, ყურების, ქუთუთოების შეშუპება
  • შეწითლებული კანი
  • ცემინება
  • გამონაყარი
  • თვალიდან გამონადენი
  • ყურების ქავილი და ქრონიკული ინფექციები.

აუცილებელია გვახსოვდეს რომ ალერგიისაგან განკურნება სირთულეებთან არის დაკავშირებული , თუმცა სწორი მიდგომებითა და ცოდნით შესაძლებელია მათი მართვა, რაშიც ფეთ ვერსის გუნდი დაგეხმარებათ.

გამოიწერეთ გვერდი და გაიგეთ სიახლეები პირველმა

Shopping cart
Sign in

No account yet?