1. ზოგადი ინფორმაცია

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, როგორ აგროვებს, ამუშავებს და იცავს შპს ფეთვერსი (ს/კ 439420011; მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას #71; ელ. ფოსტა: [email protected]) თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვებგვერდის ან მომსახურების გამოყენებისას.

________________________________________

2. ჩვენი ვალდებულებები

•         უზრუნველვყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხო დაცვას;

•         არ ვიყენებთ მათ არალეგალურად;

•         თქვენი მოთხოვნის შესაბამისად (არაუგვიანეს 10 დღისა), მოგაწვდით სრულ ინფორმაციას თქვენი მონაცემების შესახებ.

________________________________________

3. სამართლებრივი საფუძველი

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:

•         თქვენი თანხმობა;

•         სახელშეკრულებო ურთიერთობის შესრულება;

•         ჩვენი კანონით განსაზღვრული ვალდებულებები;

•         კომპანიის კანონიერი ინტერესები (მაგალითად, პირდაპირი მარკეტინგი, სერვისის გაუმჯობესება და ა.შ.).

________________________________________

4. თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

•         მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებზე;

•         მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა;

•         უარი თქვათ პირდაპირ მარკეტინგზე;

•         გაგზავნოთ პრეტენზია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში;

•         შეზღუდოთ ან შეწყვიტოთ მონაცემების დამუშავება;

•         მოითხოვოთ პროფილის გაუქმება.

________________________________________

5. მონაცემთა შეგროვება

თქვენს შესახებ ინფორმაციას ვაგროვებთ:

•         როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს პლატფორმაზე;

•         როდესაც ახორციელებთ შეკვეთებს;

•         როდესაც გვიკავშირდებით (ჩატი, ელ.ფოსტა, ტელეფონი);

•         ავტომატურად (Cookies, ტექნიკური მონაცემები და ა.შ.).

________________________________________

6. შეგროვებული მონაცემების ტიპები

•         სახელი და გვარი

•         ელ. ფოსტა

•         ტელეფონის ნომერი

•         მისამართი

•         სქესი

•         დაბადების თარიღი

•         IP მისამართი

•         ბრაუზერის და მოწყობილობის მონაცემები

•         ქცევითი მონაცემები (Cookies)

გადახდის ინფორმაცია – არ ინახება ჩვენთან; მას ამუშავებს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ბარათის ტიპს და მის ნაწილობრივ ნომერს (პირველი 6 და ბოლო 4 ციფრი).

________________________________________

7. Cookies პოლიტიკა

ჩვენ ვიყენებთ Cookies ფაილებს:

•         მომხმარებლის ქცევის შესასწავლად;

•         ვებგვერდის ფუნქციონალის გაუმჯობესებისთვის;

•         მარკეტინგული მიზნებისთვის.

შენიშვნა: Cookies-ის გამოყენებაზე თანხმობა ითვლება მიცემულად ვებგვერდზე სტუმრობით ან „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით.

თუ არ გსურთ Cookies-ის გამოყენება, შეგიძლიათ გამორთოთ ბრაუზერის პარამეტრებიდან.

________________________________________

8. მონაცემების გამოყენების მიზნები

•         თქვენი მოთხოვნების შესრულება

•         შეკვეთების შესრულება

•         მარკეტინგული კომუნიკაცია

•         მომხმარებლის ქცევის ანალიზი

•         უსაფრთხოების უზრუნველყოფა

•         სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება

________________________________________

9. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებზე

თქვენი მონაცემები შეიძლება გადაეცეს:

•         სახელმწიფო ორგანოებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

•         პარტნიორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გადახდების, ჰოსტინგის ან ტექნიკური მხარდაჭერის სერვისებს;

•         იმ შემთხვევებში, როცა ამის აუცილებლობა წარმოიშვება თქვენი ან სხვების დასაცავად.

________________________________________

10. ავტორიზაცია სოციალური ქსელებით

Facebook ავტორიზაცია

მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შევიდეს პლატფორმაზე Facebook-ის მეშვეობით. პროფილების შეერთების შემთხვევაში, Facebook-იდან მიიღება მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც თქვენს მიერ დასაშვებად იქნა მიჩნეული.

Google ავტორიზაცია

იგივე პრინციპები მოქმედებს Google ანგარიშით შესვლის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია: პლატფორმაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მომხმარებელმა თავად უნდა უზრუნველყოს სესიის დახურვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მონაცემები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირისთვის.

________________________________________

11. მონაცემთა შენახვის ვადები

თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინახება:

•         მომსახურების დასრულებიდან 10 წლის განმავლობაში;

•         ან იქამდე, სანამ მოითხოვთ მისი წაშლას.

მომსახურება ითვლება დასრულებულად, თუ ბოლო შეძენიდან 10 წელი გავიდა.

________________________________________

12. კონტაქტი

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

📧 [email protected]

შეტყობინებაში მიუთითეთ კონკრეტულად:

•         რომელ მონაცემზე უარს აცხადებთ;

•         რას ითხოვთ (წაშლა, შეზღუდვა, ცვლილება და ა.შ.).

________________________________________

13. დოკუმენტზე თანხმობა

ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით და შესაბამისი ველის მონიშვნით ადასტურებთ:

•         რომ წაიკითხეთ და ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას;

•         რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტია;•         რომ გააჩნიათ ამისათვის საჭირო უფლებები და ნებართვები.