ჩვენი მისია და მიზნები

ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲖᲔ ᲖᲠᲣᲜᲕᲘᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ

Petverse-ის პლათფორმა შეიქმნა და გაერთიანდა ერთი, მთავარი მისიის გარშემო: შევქმნათ კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი საქართველოში ჩვენ გვსურს დავამკვიდროთ ცხოველებზე ზრუნვის კულტურა, სადაც:

  • ცხოველები ოჯახის ნამდვილ წევრები არიან
  • დამკვიდრებულია ცხოველთა პოპულაციის აღრიცხვის თანამედროვე სტანდარტი
  • მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში აღარ ცხოვრობენ
  • მეპატრონეებს აქვთ წვდომა ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, ცხოველების კვების, ჯანსაღი
    ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის შესახებ.

ჩვენ გვჯერა, რომ ვიქნებით ამ ცვლილებების დამკვიდრების ლიდერი კომპანია საქართველოში ჩვენი ღირებულებები უცვლელი იქნება ყოველთვის:

ზრუნვა – ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნებთ კომპანიონი ცხოველებსა და მათ პატრონებზე, იმ პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობით, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი, ბედნიერი თანაცხოვრებისთვის.

პასუხისმგებლობა – ჩვენ პასუხს ვაგებთ როგორც ხარისხიანი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებაზე, ასევე ხარისხიანი ინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაზე

გულშემატკივრობა – ჩვენ ვიქნებით ცხოველების უკეთესი ცხოვრებისა და პატრონების ცოდნისა და უნარების განვითარების ყველაზე დიდი ქომაგები. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ცხოველი იმსახურებს საუკეთესოს.