ლეკვის გზა ჩვენს და თავის მომავალ სახლამდე

ვეტერინარების უმრავლესობა გვირჩევს, რომ ძაღლის ასაყვანად იდეალური ასაკი 8 კვირაა, იქამდე ლეკვის დედისგან მოშორება სასურველი არ არის.

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ლეკვის სახლში მიყვანას გადავწყვეტთ, იმისთვის, რომ თავი ლეკვმაც და ჩვენც კარგად ვიგრძნოთ.

რეალურად ჩვენი ახალი მეგობარი ლეკვი ნამდვილად არაფრით განსხვავდება ახალშობილი ბავშვისგან. იმისთვის რომ ძაღლი სახლში მივიყვანოთ, ბუნებრივია, საუკეთესო გზა ჩვენი მანქანაა, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ლეკვებიც ჩვილი ბავშვებივით არიან, სასურველია დავიცვათ მათი უსაფრთხოება.

პირველი, რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ ძაღლის ზომის შესაბამისი კონტეინერი იდეალური გადაწყვეტაა უსაფრთხო მოგზაურობისთვის.

ეს კონტეინერი ზღუდავს ლეკვს მყუდრო სივრცეში, რათა დაეხმაროს მის პირველ მოგზაურობის, ამავდროულად აძლევს მას საშუალებას, უყუროს, რა ხდება გარეთ და რაც მთავარია, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას.

კონტეინერების უმეტესობას აქვს ზემოდან დიდი ღიობები, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაამშვიდოთ თქვენი ლეკვი, თუ ის შეშფოთებულია.

ძაღლის კონტეინერი მხოლოდ პირველი მგზავრობისთვის არ არის, ის მომავალშიც გამოგადგებათ სხვა მოგზაურობებსა და თვითმფრინავითა თუ მატარებლის მგზავრობისას.

ლეკვის პირველი დღეები სახლში

თქვენი ლეკვის პირველი დღე ძალიან საინტერესოა, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ ფრთხილად, რომ არ გადატვირთოთ იგი. თუ სხვა ძაღლები არ გყავთ, ნება მიეცით თქვენს ლეკვს გაიცნოს სახლი. თავიდანვე გაუკეთეთ საყელო, თქვენც დაჯექით იატაკზე ლეკვთან ერთად და უბრალოდ დააკვირდით, სანამ ის იკვლევს, დარწმუნდით, რომ გარემო საზიანო არ არის მისთვის.

დაიწყეთ თქვენი ლეკვის სახელის გამოყენება, რათა მიეჩვიოს მას და თქვენი ხმის მოსმენას. მნიშვნელოვანია, რომ ლეკვს პირველივე დღიდან ვასწავლოთ ადგილი ტუალეტისთვის, მიიყვანეთ ასეთ ადგილას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ და ამ მოქმედებისკენ მოუწოდეთ, მუდმივად ერთი და იგივე ფრაზებით. როცა ლეკვი ამ მხრივ კარგად მოიქცევა, დააჯილდოვეთ იგი სნექითა და მოფერებით. რადგან კომბინირებული აცრისა და ცოფის ვაქცინაციის დასრულებამდე ლეკვისთვის გარეთ გასვლა საშიშია, დაუფინეთ ერთჯერადი ან წყალგაუმტარი, რეცხვადი საფენი და ეცადეთ მიაჩვიოთ.

პირველ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია ლეკვს ჰქონდეს ადგილი, სადაც თავს კომფორტულად და მყუდროდ იგრძნობს, ასეთ ადგილად, ვეტერინარები სწორედ იმ კონტეინერს თუ ჩანთას გვირჩევენ, რითიც ლეკვი სახლში მოვიყვანეთ. ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ, მაშინ, როცა ლეკვს თვალს ვერ ადევნებთ, იგი უსაფრთხოდ იყოს კონტეინერში.

როცა ლეკვი სახლს მიეჩვევა, უკვე შესაძლებელია, მას ახალი საწოლი თუ სახლი მოვუძებნოთ.

რაც შეეხება კვებას, ამისთვის მიმართეთ ნუტრიციოლოგს, რომელიც თქვენი ლეკვის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე შეგირჩევთ კვებას და დღიური ულუფების რაოდენობას. ლეკვობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვები სიზუსტით აჭამოთ, ამიტომ სასწორიც ძალიან გამოსადეგი ნივთი იქნება თქვენთვის.

თუ სწორედ ახლა აპირებთ ძაღლის მოყვანას, პირველი საყიდლების დროა www.petverse.ge -ზე.

არ დაგავიწყდეს, ძაღლის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები სამაგიეროდ უდიდეს სიყვარულს გვიბრუნებენ.

გამოიწერეთ გვერდი და გაიგეთ სიახლეები პირველმა

Shopping cart
შესვლა

არ გაქვთ ანგარიში?