გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინარის მოსაზრების მოსმენა.

მეცნიერულად დამტკიცებული Farmina Vet Research-ის მიერ

ინგრედიენტების ხარისხი და საკვების
ხარისხიანი მონელებადობა, ხელს
უწყობს ნივთიერებათა უკეთ შეწოვასა და
გამოყენებას

სპილენძის დაბალი მოცულობა ამცირებს
ჰეპატოციტებზე ტოქსიკურ გავლენას.

ღვიძლის თუთია უპირისპირდება სპილენძის
ნარჩენებს და გააჩნია ანტიფიბროზული
მოქმედება.

მულტივიტამინებთან და
ანტიოქსიდანტებთან ინტეგრაცია ამცირებს
უჯრედების დაჟანგვით გამოწვეულ (ე.წ.
ოქსიდაციურ) სტრესს

მაღალი ხარისხის ინგრედიენტები და
ექსკლუზიური ფორმულა ორგანიზმს
ეხმარება პათოლოგიით გამოწვეულ
ანორექსიასთან ბრძოლაში.

FARMINA VET LIFE ძაღლი ჰეპატიური

ჰიპერ პრემიუმ კლასის სრულფასოვანი დიეტური საკვებია ძაღლებისთვის, რომელიც ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის დროს, ხელს უწყობს ღვიძლის
ფუნქციონირებას. საკვები შეიცავს მაღალი ხარისხის ცილის ზომიერ დონეს, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებისა და მარტივად მონელებადი ნახშირწყლების მაღალ დონეს

Farmina Vet Life სამეცნიერო ტექნოლოგიებით შექმნილი, რევოლუციური ვეტერინარული ხაზია. მისი ფორმულების შექმნაზე მუშაობს Farmina Vet Research –  პირველი კლასის პროფესიონალთა გუნდი ვეტერინარული მედიცინისა და ნუტრიციის დარგში. თითოეული ფორმულა, ნეაპოლის უნივერსტეტის ცხოველთა ნუტრიციის კათედრასთან თანამშრომლობით, ხანგრძლივი და დეტალური სამეცნიერო კვლევების შედეგად იქმნება.

92.00

  • 2 კგ
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი

Farmina Vet Life

ზომა

ზრდასრული , საშუალო & დიდი ჯიში , მინი ჯიში , ლეკვი

კლასი

ჰიპერპრემიუმ კლასი

ცილა

თევზი

წონა

2 კგ

საკვების ტიპი

ვეტერინარული

ფილტრი

მშრალი საკვები

შემადგენლობა

შემადგენლობა

შემადგენლობა: იფქლი, ქათმის ცხიმი, სიმინდის გლუტენი, ჰიდროლიზებული თევზის ცილა, თევზის ცხიმი, კალციუმის კარბონატი, სელის თესლი, შვრია, გამომშრალი ჭარხლის რბილობი, კალიუმის ქლორიდი, ბრინჯის სახამებელი, ფრუქტოოლიგოსაქარიდები, საფუარის ექსტრაქტი (მანოოლიგოსაქარიდების წყარო), კალციუმის მონოდიჰიდროფოსფატი, გამომშრალი ლუდის საფუარი, ნატრიუმის ქლორიდი, ცილის წყარო: სიმინდის გლუტენი, ჰიდროლიზებული თევზის ცილა, სწრაფად მონელებადი ნახშირწყლების წყარო: ბრინჯის სახამებელი.

დანამატები ერთ კილოგრამზე: საკვები დანამატები: ვიტამინი A 15000UI; ვიტამინი D3 900UI; ვიტამინი E 800 მგ; ვიტამინი C 150 მგ; ნიაცინი 38 მგ; კალციუმის D-პანტოთენატი 15 მგ; ვიტამინი B2 7.5 მგ; ვიტამინი B6 6 მგ; ვიტამინი B1 4.5 მგ; ბიოტინი 0,4 მგ; ფოლიუმის მჟავა 0.45 მგ; ვიტამინი B12 0,06 მგ; ქოლინის ქლორიდი 2500 მგ; ბეტა-კაროტინი 1.5 მგ; თუთია (თუთიის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი) 190,8 მგ; მანგანუმი (მანგანუმის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი) 68 მგ; (რკინა, რკინა (II), გლიცინის ჰიდრატის ქელატი) 43.1 მგ; სპილენძი (სპილენძის ქელატი, მეთიონინის ჰიდროქსი ანალოგი) 2 მგ; სელენი (სელენიზირებული ინაქტივირებული საფუარი): 0,14960 მგ; იოდი (კალციუმის იოდატის ანჰიდრატი): 1.56 მგ; L- ლიზინ-მონოჰიდროქლორიდი, ტექნიკურად სუფთა 4500 მგ; DL- მეთიონინი, ტექნიკურად სუფთა 3000 მგ; ტაურინი 1800 მგ; L- კარნიტინი 350 მგ. ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლის ექსტრაქტები მცენარეული ზეთიდან 10 მგ.

ანალიტიკური შემადგენლობა: ნედლი ცილა 16.00%; ნედლი ცხიმი 18.00%; ნედლი ბოჭკო 3.00%; ნედლი მინერალები 5.90%; კალციუმი 0.90%; ფოსფორი 0.65%; ნატრიუმი 0.25%; კალიუმი 0.70%; მაგნეზიუმი 0.085%; ომეგა 6 3.30%; ომეგა 3 0.70%; EPA 0.15%; DHA 0.20%; შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები 0.45%; სულ სპილენძი 5 მგ/კგ.

ენერგეტიკული ღირებულება: M.E. (CEN) 3826 კკალ/კგ – 16,01 მჯ/კგ.

გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია: გამოყენებამდე და მოხმარების პერიოდის გაზრდამდე, რეკომენდებულია ვეტერინარის მოსაზრების მოსმენა.  რეკომენდებული დრო: თავდაპირველად, 6 თვემდე. 

მიართვით საკვები არსებულ ფორმაში და გაითვალისწინეთ ცხრილში მოცემული დოზები. შეფუთვაზე თანდართულ განრიგში მოცემული დღიური რაოდენობა მხოლოდ საორიენტაციოა და შესაძლებელია მისი ცვლილება ჯიშის, გარემოს, ფიზიკური დატვირთვის, ტემპერამენტის და სხეულის მდგომარეობის მიხედვით. რაციონი დღის განმავლობაში შესაძლოა დაიყოს ორ ან მეტ ნაწილად. რეკომენდებულია, თავდაპირველად, ახალი საკვების შერევა მანამდე გამოყენებულ კვებასთან. სუფთა წყალი ცხოველისთვის მუდამ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, დახურულ შეფუთვაში. წონა ნეტო, ვარგისიანობის ვადა, წარმოებული პარტიის კოდი, საწარმოს რეგისტრაციის ნომერი: იხილეთ შეფუთვის უკანა მხარეს. თქვენი, ან თქვენი ცხოველის უკმაყოფილების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ: იმპორტიორი შპს “ფარმინა საქართველო”; კონტაქტი: [email protected]

ახალ კვებაზე გადაყვანის გეგმა

ახალ კვებაზე გადაყვანის გეგმა

კვების გზამკვლევი

კვების გზამკვლევი