გამოყენების ინსტრუქცია
გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინარის მოსაზრების მოსმენა.
რეკომენდებული დრო: 3-დან 8 კვირამდე. ინგრედიენტებზე არატოლერანტულობის პრობლემისას, თუ არატოლერანტულობის ნიშნები გაქრება, ეს საკვები შეგიძლიათ განუსაზღვრელი დროით გამოიყენოთ; დერმატიტის და ბეწვის ჭარბი ცვენის დროს, კანის ფუნქციონირების აღსადგენად, გამოიყენეთ 2 თვემდე.
მიართვით საკვები არსებულ ფორმაში და შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, დახურულ შეფუთვაში. გაითვალისწინეთ, რომ თანდართულ ცხრილში მოცემული დღიური ულუფები მხოლოდ საორიენტაციოა. მათი ცვლილება შესაძლებელია ჯიშის, გარემოს, ფიზიკური დატვირთვის, ტემპერამენტის და სხვა პარამეტრების მიხედვით. საკვების რაციონი, დღის განმავლობაში შესაძლოა დაიყოს ორ ან მეტ ნაწილად. სუფთა წყალი ცხოველისთვის მუდამ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ინდივიდუალურ კვების გეგმას Farmina-ს ნუტრიციული კონსულტანტი შეგიდგენთ სრულიად უფასოდ.
ნუტრიციული კონსულტაცია და მუდმივი მხარდაჭერა უფასოა Farmina-ს ყველა მომხმარებლისათვის.