რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ქუჩიდან აგვყავს მუსაფარი კატა


როდესაც გადავწყვეტთ ქუჩიდან შინაურის ცხოველის აყვანას, უნდა ვიცოდეთ, რომ ის შეიძლება ბევრ სირთულესთან იყოს დაკავშირდებული. ქუჩიდან კატის აყვანა შემაშინებლად ჟღერს, მაგრამ ეს რჩევები დაგეხმარებათ პროცესის გამარტივებაში და მათი ჯანმრთელობის სწორად მართვაში.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას რომელიც დაგეხმარებათ, რომ ცუდი გამოცდილების გარეშე წავმართოთ მათთან თანაცხოვრება.

#1 ვეტერინართან ვიზიტი
როდესაც, ქუჩიდან აგვყავს კატა, პირველ რიგში უნდა დავგეგმოთ ვიზიტი ვეტერინართან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას არ აქვს  ჯანმრთელობის პრობლემა, ვირუსი ან რაიმე პათოლოგია. გასათვალისწინებელია, რომ კატებს არ უყვართ ვეტერინართან ვიზიტები და შეიძლება გაგიწიოთ წინააღმდეგობა, ამიტომ დავრწმუნდეთ, რომ გადაყვანის დროს მას ეკეთება უსაფრთხო საყელო და საბელი, ან შეგიძლიათ ისარგებლოთ გადასაყვანი კონტეინერით, რადგან თავი დავიცვათ გაქცევისა და მათი უცხო ტერიტორიაზე დაკარგვისგან.

#2 პარაზიტებზე და მკბენარებზე დამუშავება
მიუსაფარ ცხოველებში საკმაოდ გავრცელებულია პარაზიტები და მკბენარები, რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი ქუჩაა,საიდანაც ხდება მათი დაინფიცირება. შიდა და გარე პარაზიტები, ძალიან საყურადებო საკითხია, რამაც შეიძლება გამოწვიოს მათში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მათ შორის ალერგიული დერმატიტი, ანემია და სიკვდილიც კი. არასოდეს არ დაამუშაოთ კატა შიდა და გარე პარაზიტებზე თვითნებურად. პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორებია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტრესის ფონი, კატის წონა და ა.შ. ვეტერინართან ვიზიტის დროს აუცილებლად გაიარეთ მათი პატაზიტებზე დამუშავების საკითხი.

#3 ვაქცინაცია
ვაქცინაცია აუცილებელი პროცედურაა მათი ჯანმთელი ცხოვრებისთვის. არსებობს კომპლექსური და ცოფის აცრები. კომპლექსული აცრა იცავს მათ სხვადასხვა დაავადებებისგან , ხოლო ცოფის აცრა იცავთ მათ ცოფის ვირუსისგან. აცრის დროს თქვენი ოთხფეხა მეგობარი უნდა იყოს ჯანმრთელი. არსებობს მითი, თუ კატა სახლში ცხოვრობს და გარეთ არ გადის, რომ მათ არ სჭირდებათ აცრები. გვახსოვდეს, რომ შესაძლოა მათ ჩვენ მივუტანოთ სხვადასხვა ინფექციები თუ ვირუსები ქუჩიდან ტანსაცმლით ან ფეხსაცმლით. ინექციამდე კატა აუცილებლად უნდა იყოს დამუშავებული პარაზიტებზე და უნდა დავიცვათ 2 კვირიანი შუალედი. ვაქცინაციას როგორც ადამიანებში, ასევე ცხოვებში აქვს ინდივიდუალური უკუჩვენებები, როგორიცაა ნანემსარის ადგილის დასიება, ტემპერატურის ცვლილება, ალერგიული რეაქცია, უხასიათობა და სხვა. თუ ოთხფეხა მეგობარს ჰქონდა უკუცვენება ვაქცინაციაზე, აუცილებელია შევატყობინოთ მის ვეტერინარს.

#4 კვების სწორად შერჩევა
სწორი კვების შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კატის ჯანმთელობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით. როდესაც ქუჩიდან აგვყავს ცხოველი, პირველ დღეებში ხშირია გაღიზიანებული კუჭნაწლავი ან ფაღარათი, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული ვირუსებით, ინფექციებით, პარაზიტებით ან  ქუჩაში მოპოვებული საკვების მავნებლობით.
თუ მას აქვს სხვადასხვა პათოლოგია ან ვირუსი, საჭიროა ვეტერინარული საკვები, რომლის დანიშვნაც ხდება ვეტერინარის რეკომენდაციით. მკურნალობის დასრულების შემდეგ, როდესაც სრულად გამოჯანმრთელდება კატა, შეგიძლიათ უკვე გადახვიდეთ სტანდარტულ კვებაზე. კვების სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ ფეთვერსის ნუტრიციოლოგების გუნდი და ასევე გაგიწევთ მუდმივ მხარდაჭერას კვების ყველა საკითხზე.

#5 იყავით მომთმენები
ქუჩაში მცხოვრები კატები, მიჩვეულები არიან მარტოობას და შეიძლება თავიდან იყვნენ მორცხვები ან ეშინოდეთ თქვენი. ქუჩაში მცხოვრებ კატებს ხშირად აქვთ ადამიანების ფობია, რომელიც მოდის მათი ცუდი გამოცდილებიდან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ისინი არ არიან სახლში ცხოვრებას მიჩვეული, რაც შეიძლება მათთვის პირველ ეტაპზე იყოს შემაშინებელი. სტრესის ფონზე შესაძლოა გაიქცნენ თქვენგან, დაიმალონ მიუწვდომელ ადგილას, მოფერების დროს დაგჩხაპნონ ან კიბნინონ. მათი სტრესი უფრო იზრდება, თუ ოჯახში გყავთ სხვა ცხოველი ან ბავშვი. მიეცით მათ საშუალება მიეჩვიონ ახალ გარემოს და თქვენთან ერთად ყოფნას, არ აიძულოთ  კონტაქტში შემოსვლა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს თქვენს შორის ნდობის ჩამოყალიბებას.

#6 არ დასაჯოთ კატა ფიზიკურად
კატის ფიზიკურად დასჯა მიუღებელია მათი გაწრთვნის თვალსაზრისითაც კი. კატები განზრახ არ იქცევინ ცუდად, შესაბამისად ეს ქცევები უნდა განვიხილოთ მათ ჩვეულებრივ ქცევად. როდესაც კატა ქუჩაშია ცხოვრებას მიჩვეული, მან არ იცის ჩვენი სახლის წესები, ამიტომ აუცილებელია მივცეთ მათ დრო რომ შეიცნონ ახალი გარემო და ახალი წესები. დასაწყისში შეიძლება მათ აერიოთ ტუალეტის ადგილი, დაიწყონ ჩვენი საყვარელი დივნისა თუ სკამის დაფხაჭვნა. ამ დროს დაუშვებელია მათი დასჯა ფიზიკურად ან ყვირილის გზით პრობლემის მოგვარება. ამის მაგივრად შეგვიძლია სწორი საქციელის დროს დავაჯილდოვოთ სასუსნავებით, რაც მათში გამოიწვევს პოზიტიურ ასოციაციებს და ცუდი საქციელის დროს არ მივცეთ სასუსნავები. ამ გზით მივაწვდით ინფორმაციას რა არის სწორი ან არასწორი საქციელი.

#8 გამოუყავით მათ თავისი სივრცე სახლში და შეინარჩუნეთ სისუფთავე
გახსოვდეთ, რომ კატისთვის ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი სუფთა წყალი და საკვები. ასევე მათ ტუალეტში მუდმივად უნდა იყოს სუფთა ქვიშა. კატები არიან სისუფთავის მოყვარული ცხოველები, ამიტომ  აუცილებელია მუდმივად გავრეცხოთ მათი საკვების თუ საჭმლის ჭურჭელი. ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ მათი ტუალეტის  ადგილი უნდა გამოვყოთ მათი საკვების და წყლის ადგილისგან.

კომპანიონი ცხოველების ადგილი ქუჩაში არაა, სადაც მათ უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა. გვახსოვდეს, რომ ქუჩიდან ცხოველის აყვანისას, მათ სახლის გარდა, სიცოცხლესაც ვჩუქნით.

 

პოპულარული

სრულად

გამოიწერეთ გვერდი და გაიგეთ სიახლეები პირველმა

Shopping cart
Sign in

No account yet?