რა უნდა ვიცოდეთ დიაბეტის შესახებ, ძაღლებსა და კატებში

ყველა ცხოველის პატრონს გვსურს, რომ ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს. შესაძლოა, მათ ყოველთვის ვერ გაგვაგებინონ, რომ თავს ცუდად გრძნობენ. მაგალითად, სამედიცინო მდგომარეობა, როგორიცაა დიაბეტი, შეიძლება აღმოჩნდეს ყველა ასაკის, ჯიშისა და ზომის შინაურ ცხოველებში, მაგრამ თქვენ შესაძლოა არ გაქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ნიშნები ახასიათებს მას. ამის გამო, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმძღვანელო, ძაღლებისა და კატების დიაბეტის შესახებ, სასარგებლოა ყველა ცხოველის მფლობელთათვის. ჩვენ დაგეხმარებით, რომ გაიგოთ მეტი დიაბეტის შესახებ და ამავდროულად რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი ოჯახის წევრების დასახმარებლად.

სახელმძღვანელო დიაბეტისთვის, ძაღლებსა და კატებში

რა არის დიაბეტი?

ადამიანების მსგავსად, შინაურ ცხოველებსაც შეიძლება ჰქონდეთ დიაბეტი და აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა იწვევს მას.

დიაბეტი არის დაავადება, სადაც ჩვენი ცხოველის სხეული ვერ გამოიყენებს შაქარს, როგორც საწვავს. ეს ყოველივე შესაძლოა გამოიწვიოს რამდენიმე მიზეზმა: ინსულინის წარმოების უუნარობამ, ინსულინის რაოდენობის შემცირებამ ან ინსულინის გამოყენების უუნარობამ. ინსულინი საშუალებას აძლევს სხეულს, შაქარი დაშალოს ისე, რომ შემდგომში ის საწვავად გამოყენოს. როდესაც ინსულინის დეფიციტია ორგანიზმში ან როდესაც სხეული ვერ იყენებს მას, ორგანიზმმა უნდა გამოიყენოს ცხიმი, როგორც ერთადერთი წყარო საწვავისთვის, ენერგიისთვის. იმის გამო, რომ სხეულს არ შეუძლია შაქრის ენერგიად გადაქცევა, სისხლში შაქარი მატულობს, ზოგ შემთხვევაში კი ძალიან მკვეთრადაც გამოიხატება.

თუ რაიმე შეშფოთების მიზეზი გაქვთ, აუცილებელია სამედიცინო დახმარება ამ დროს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დიაბეტის მსგავს დაავადებას სჭირდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და ვეტერინარის დახმარება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი ძაღლებსა და კატებში?

თუ თქვენ ხართ ცხოველის პატრონი, შეიძლება სასარგებლო იყოს იმის ცოდნა, თუ როგორ ვითარდება დიაბეტი და რა იწვევს მას. იმის გარდა, რომ არსებობს ბუნებრივი გამომწვევი პირობები, ასევე ჭარბმა წონამ შესაძლოა გაზარდოს დიაბეტით დაავადებული ძაღლებისა და კატების რაოდენობა. ასევე, ამ დაავადების გამოწვევის მეორეხარისხოვანი მიზეზი სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებაა.

შინაური ცხოველების წონის კონტროლი მნიშვნელოვანია ჩვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობისთვის. საჭიროა ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშებით მათი წახალისება, მნიშვნელოვანია დრო გამოვნახოთ მათთან სათამაშოდ და გასასეირნებლად.

დიაბეტის გავრცელებული ნიშნები ძაღლებსა და კატებში

ყველას გვსურს საუკეთესოდ ვიზრუნოთ ჩვენს საყვარელ შინაურ ცხოველებზე, განსაკუთრებით კი როდესაც ისინი ავად არიან. მაგრამ როგორ გავიგოთ, თუ მას აქვს ისეთი სერიოზული სამედიცინო დაავადება, როგორიცაა დიაბეტი? განვიხილოთ შემდეგი:

წონაში აცდენა შაქრიანი დიაბეტის ყველაზე გავრცელებული ნიშანია.  ასევე გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით : 

  •  გაზრდილი წყურვილის გრძნობა;
  •  გახშირებული შარდვა;
  • შარდის ოდენობის მომატება;
  •  წონის კლება;
  •  მადის მომატება.

    ბუნებრივია, ყველა შინაური ცხოველი უნიკალურია და შეიძლება ერთდროულად არ აჩვენოს ყველა ნიშანი. გარდა ამისა, ზოგჯერ დიაბეტის ნიშნები შეიძლება იყოს უფრო შეუმჩნეველი და არ გამოვლინდეს სანამ ცხოველი არ გახდება ავად შაქრიანი დიაბეტის გართულებისგან. ამიტომ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ცხოველს შესაძლოა ჰქონდეს დიაბეტის ნიშნები.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     დიაბეტის მკურნალობის გეგმა ძაღლებსა და კატებში

    მკურნალობის გეგმები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი პარტნიორი ცხოველის დიაგნოზის მიხედვით. დამატებითი ტესტირებებისა და დიაგნოზის გარდა, ჩვენი ოთხფეხა მეგობრისთვის , სამოქმედო კურსი პერსონალურია.

    განვიხილოთ შემდეგი:

  • დიაბეტის დიაგნოზი შესაძლებელია სისხლის და შარდის ანალიზით. თქვენს ვეტერინარს შეიძლება დასჭირდეს სისხლში შაქრის რაოდენობის გაზომვის გამეორება ან სხვა დამატებითი ტესტების გაკეთება , რომ დარწმუნდეს დიაგნოზში . მათ შეიძლება ასევე დასჭირდეთ სხვა დიაგნოსტიკური ტესტირების ჩატარება, როგორიცაა მუცლის ულტრაბგერითი გამოკვლევა და არტერიული წნევის გაზომვა .
  • მკურნალობის მიზანი არის შინაური ცხოველების სისხლში, შაქრის დონის სტაბილიზაცია. ასევე ნიშნების შემცირება, როგორიცაა ზედმეტი წყურვილი და ხშირი შარდვა.
  • დიაბეტიან ცხოველებს სჭირდებათ ინსულინის ყოველდღიური მიღება (ინექციები). ინსულინით მკურნალობის დაწყებისას, საჭიროა ყოველკვირეული გლუკოზის დონის გაზომვა, ინსულინის ოპტიმალური დოზის დასადგენად, რადგან მისი დონე განსხვავდება ცხოველების ჯიშების მიხედვით.
  • დიაბეტიან ძაღლებს და კატებს სჭირდებათ სპეციალური საკვები, რაც მათ სხეულებს დაეხმარება საკუთარ სისხლში შაქრის სტაბილიზაციაში. ძაღლებში, ეს დიეტა შეადგენს უფრო დაბალ ცხიმიან და მაღალი დონის შემცველ ბოჭკოვან საკვებს, ხოლო კატებში, ეს დიეტაში შეიცავს მეტ ცილას. 
  • იდეალური წონის შენარჩუნება დაგეხმარებათ ინსულინის საჭირო დოზის შემცირებაში.
  • დიაბეტით დაავადებული ძაღლები საჭიროებენ ინსულინის მიღებას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო კატებში შეიძლება იყოს “დროებით დიაბეტი” რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს დიაბეტის გაქრობის შანსი, სადაც ისინი აღარ საჭიროებენ ინსულინს.
                                                                                                                                                                                                                                              დიაბეტი ძაღლებსა და კატებში: კეთილდღეობა თქვენი საუკეთესო მეგობრისთვის

    მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტის დიაგნოზი შეიძლება იყოს სტრესული თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის, სწორი დიაგნოზირებისა და მკურნალობის გეგმით თქვენს საუკეთესო მეგობარს შეუძლია მრავალწლიანი და ჯანმრთელი ცხოვრება. თქვენი ცხოველების ყოველწლიური ჯანმრთელობის გამოკვლევა და მათი შემოწმება სხვადასხვა დაავადებებზე, დაგეხმარებათ მის მალე აღმოფხვრაში . 

გამოიწერეთ გვერდი და გაიგეთ სიახლეები პირველმა

Shopping cart
Sign in

No account yet?